კულტურის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, დედაენის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ტურნეზე FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე წერს:
„დღეს 14 აპრილია, დედაენის დღე და „ცოცხალი წიგნები" ვიწყებთ ტურნეს სამშობლოში. ყველგან მივალთ და ქართულ სიტყვას მივიტანთ.
ჯგუფი : პაატა ნაცვლიშვილი, ბათუ დანელია, ლელა ცუცქირიძე, ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა, შოთა იათაშვილი, შორენა ლებანიძე, მარიამ წიკლაური და ქეთი დუმბაძე.
ფოტორეპორტაჟს გზადაგზა შემოგთავაზებთ.
"ცოცხალი წიგნების" შეხვედრების განრიგი შიდა ქართლში
14 აპრილი 12.00 სოფელი ქვემოჭალა
13.30. (აქვე მოვლენ სამთავისი და ლამისყანის მოსახლეობა)
კასპის ბიბლიოთეკა - 16.00
სოფელი მეტეხი - 17.00
ღამისთევა გარიყულაში
15 აპრილი - ახალქალაქი 12.00
ხოვლე - 14.30.
19.00 გორის კულტურის ცენტრში
16 აპრილი -ნიქოზი 11.00,
ვარიანი 13.00,
ატენი 15.00
უფლისციხე 17.00
17 აპრილი - ქარელი 13.00 (კულტურის ცენტრი)
ხაშური- 17.00 (ბიბლიოთეკა)
18 აპრილი - 10.00 ტიმოთესუბანი,
12.00 - წაღვერის ბიბლიოთეკა
15.00-15.30 - ბორჯომის კულტურის სახლი", - წერს დუმბაძე.