logo_geo
eng_logo
კახეთის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურად გრძელდება
- +

26 სექტემბერი. 2017. 04:03


 

25 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთში უკვე 85 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. ყურძენი ღვინის საწარმეობს 11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლები 96 მლნ ლარს აღწევს. რთველი მიმდინარეობს ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში. ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად ჩართულია 100-მდე ღვინის კომპანია. მას შემდეგ რაც რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი სტაბილურად, საშუალოდ 5 ათას ტონას აღწევს.


დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, საიდანაც კახეთში ყურძნის კრეფა დაიწყო, რთველი თითქმის დასრულებულია. რთველის პროცესი ამ ეტაპზე აქტიურად კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.


მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 40 ათასი ტონა რქაწითელი, 39 ათასი ტონა საფერავი, 2,6 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.


მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია - 28,4 ათასი ტონა, გურჯაანში - 23,2 ათასი ტონა, თელავში - 15,1 ათასი ტონა, სიღნაღში - 8,5 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 3 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში - 2,2 ათასი ტონა, ახმეტაში - 2,5 ათასი ტონა და საგარეჯოში - 2 ათასი ტონა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner