„საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს", - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ძველი 1864 წელს აშენებული ქვის თაღოვანი ხიდის აღდგენა და ასევე ექსპლუატაციაში არსებული ხიდის გაფართოება და რეაბილიტაცია, რომელიც მომავალში სრულად დააკმაყოფილებს არსებულ სატრანსპორტო მოთხოვნებს.
ამ დროისათვის, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ხიმინჯების დაბეტონება, ასაქცევ გზაზე მონოლითური რკინაბეტონის ფილების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 500 000 ლარია. ხიდის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.