logo_geo
eng_logo
საბერძნეთში ყველა მედიასაშუალება გაიფიცა
- +

26 სექტემბერი. 2017. 11:33


საბერძნეთში ყველა მედიასაშუალება 24 საათით გაიფიცა. დღეს დილის 6 საათიდან ხვალ დილის 6 საათამდე რადიოთი და ტელევიზიით ახალი ამბების გამოშვება არ გავა, არ მუშაობს საინფორმაციო ვებგვერდებიც. გაფიცვის ორგანიზატორი ჟურნალისტების გაერთიანება ESIEA არის.


გაფიცულები დამატებითი სოციალური დაზღვევის სისტემის შენარჩუნებას და მედიასაშუალებების თანამშრომლების შრომითი და სოციალური უფლებების დარღვევის შეწყვეტას ითხოვენ.


საბერძნეთის პროფკავშირების განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობასთან და დამსაქმებლებთან ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა იმ ფონდის გადარჩენა, რომლის საშუალებითაც ჟურნალისტები დამატებით პენსიებს, სამედიცინო მომსახურებას და საჭიროების შემთხვევაში, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner