საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარ აფეთქებას ქართველი მესაზღვრე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მე-5 სამმართველოში გაზის ბალონი აფეთქდა.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.