logo_geo
eng_logo
EBRD მზად არის საქართველოს მთავრობას საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღმოუჩინოს
- +

14 აპრილი. 2016. 16:02


„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზად არის საქართველოს მთავრობას საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღმოუჩინოს და დაეხმაროს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში" -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის ბრუნო ბალვანერას შეხვედრაზე აღინიშნა.



შეხვედრაზე განიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია არა მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის, არამედ ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი დაესწრნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner