logo_geo
eng_logo
206-ე ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაკითხვაზე დაიბარეს
- +

26 სექტემბერი. 2017. 14:45


ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღში გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს.


მომხდარის შემდეგ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა არაგეგმური შემოწმებები დაიწყეს. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში შესაძლოა ე.წ. მოძრავი გისოსები დამონტაჟდეს.


შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს ზემო ფონიჭალაში 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.


საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით.


ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner