logo_geo
eng_logo
შუახევის სოფელ სხეფის მასწავლებელს 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს
- +

26 სექტემბერი. 2017. 18:44



დღეს №82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებლის მარინა დარჩიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.


შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა სასწავლო წლის აღსანიშნად „facebook"-გვერდზე ფოტო დადო, რომელზეც ჩანს, რომ სკოლის მოსწავლეებს „ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ ხელში. აღნიშნული ოპოზიციაში შეფასდა, როგორც  წინასაარჩევნო აგიტაცია.


შუახევის საოლქო კომისიას განცხადებით, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა და საკითხის მოკვლევა სთხოვა.


მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი კი, რომელიც 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის დღესვე შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner