დღეს №82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებლის მარინა დარჩიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა სასწავლო წლის აღსანიშნად „facebook"-გვერდზე ფოტო დადო, რომელზეც ჩანს, რომ სკოლის მოსწავლეებს „ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ ხელში. აღნიშნული ოპოზიციაში შეფასდა, როგორც წინასაარჩევნო აგიტაცია.
შუახევის საოლქო კომისიას განცხადებით, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა და საკითხის მოკვლევა სთხოვა.
მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი კი, რომელიც 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის დღესვე შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.