logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ელო, ჟურნალისტებს ვეღარ აკონტროლებ, შე უბედურო?!
- +

26 სექტემბერი. 2017. 21:03


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა გაზეთ „ქრონიკა +"-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუს ეხმაურება და ელისო კილაძეს მიმართავს:


„ვაიმე, ეს რა რამსები აგრევია ბელუქს - რამდენიმე თვის წინ „ანტრიკოტაზე" ღადაობდი, თავისი მოძღვარის შვილი კორპორაციაში დაასაქმაო. ხოდა, ამ გოგოზე დღევანდელ ნომერში ისეთი ხოტბამოსხმული ინტერვიუ გიდევს ორგვერდიანი, სოსო გოგაშვილის დავალებებს ასრულებ, ელო? ჟურნალისტებს ვეღარ აკონტროლებ, შე უბედურო, თუ თავისუფალი ჟურნალისტის მანტია მოისხი"?! - წერს ჯღარკავა.


ცნობისათვის: გაზეთ "ქრონიკა +"-ის წინა ნომერში გამოქვეყნდა მასალა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის, სოსო გოგაშვილის მოძღვარის, მამა ალექსი ადამაშვილის (ქაშუეთი) შვილი, მარიამ ადამაშვილი ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაასაქმეს. აქვე გახლდათ დასმული შეკითხვა: „ეს კორპორაცია "ანტრიკოტას" კანტორაა"?!


ნინო ჯღარკავა კი აღნიშნავს, რომ დღეს ელისო კილაძის გაზეთი იმავე მარიამ ადამაშვილს ორ გვერდს უთმობს და აქებს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner