logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ბელადის ინტერესშია, საკუთარი პარტია სხვისი ცილისწამებით ამშვიდოს...
- +

26 სექტემბერი. 2017. 22:23


„ტაბულას" გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გიგას წყალობით, გუშინ 9 საათიანი „კურიერის" ნაწყვეტს ვუყურე. ხანგრძლივი სიუჟეტი ჰქონდათ კუკავაზე დაყრდნობით - ჩიოდა, საარჩევნო ბანერები და პლაკატები მარტო „ოცნებას" და „ევროპულ საქართველოს" აქვს, იმიტომ რომ გარიგებულია ევროპული საქართველო ოცნებასთანო.

 

გასაგებია, რომ კუკავას ზედ არ მიაფურთხებდა „რუსთავი", სარედაქციო ინტერესი რომ არ ჰქონდეს, „ევროპული საქართველოს" და ბიძინას გარიგებაზე ისაუბროს.

 

გასაგებია, რომ ბელადის ინტერესშია, საკუთარი პარტია სხვისი ცილისწამებით ამშვიდოს და ამით ახსნას, რატომ არ აქვთ ფული რომ ბანერები და პლაკატები გააკრან, ამიტომ მისი ბოლო რესურსის, „რუსთავი 2"-ის ექსპლუატაციას ეწევა - თუნდაც კუკავას ციტირება დასჭირდეს.

 

მაგრამ პროფესიული ღირსების მქონე ჟურნალისტი აუცილებლად იკითხავდა - შარშან, საპარლამენტო არჩევნების დროს, ენმ-ის პლაკატებით და ბანერებით რომ იყო აჭრელებული მთელი საქართველო - ენმ-იც გარიგებული იყო?"- წერს ჩერგოლეიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner