logo_geo
eng_logo
კახა კუკავა „რესპუბლიკელებზე“: ბოლშევიკებიც ამას აკეთებდნენ...
- +

26 სექტემბერი. 2017. 22:25


„თავისუფალი საქართველოსა" და „დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო ბლოკის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა რესპუბლიკურ პარტიას ბოლშევიკებს ადარებს.


როგორც კუკავამ „აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რესპუბლიკელების მოთხოვნა, რომ ქართულ ეკლესიას ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდეს, ზუსტად იგივეა, რასაც ბოლშევიკები აკეთებდნენ - ღიპიან და ჯიპიან მღვდლებს გადააყოლეს ეკლესია.


„რაც დღეს ეკლესიაში ხდება არ მომწონს, მაგრამ არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ „ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო". როდესაც ამბობ, რომ მაგალითად არ მომწონს რატომ დადის ვანის ეპისკოპოსი „პრადოთი", ეს ერთი საკითხია, მაგრამ როდესაც ამბობ რომ საქართველოს ეკლესია ხალხისთვის საშიშია, ეს მეორეა. დემაგოგიაა, როდესაც ერთი დებულებიდან შეგიძლია მეორე გამოიყვანო. ზუსტად ამას აკეთებდნენ ბოლშევიკები. ღიპიან და ჯიპიან მღვდელებს გადააყოლეს ის რომ საქართველოს ეკლესია გაანადგურეს.

 

დიახ, არ მომწონს კორუმპირებული მღვდელმთავრები, რომლებიც მრავლად არიან და ვისურვებდი საქართველოს ეკლესიის მათგან გაწმენდას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლური ეკლესია საშიშია. ჰკითხეთ „რესპუბლიკელებს", რას ფიქრობენ კონსტიტუციის მეექვსე მუხლზე, უნდა ჰქონდეს საქართველოს ეკლესიას განსაკუთრებული სტატუსი თუ არა?" - ამბობს კახა კუკავა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner