logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ვინმეს მაინც გესწავლებინათ თქვენი უსახური მელიასთვის ვინაა მარიკა დარჩია!
- +

27 სექტემბერი. 2017. 00:36


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ვინმეს მაინც გესწავლებინათ თქვენი უსახური მელიასთვის ვინაა მარიკა დარჩია. მისი თმის ღერადაც კი არ ღირხართ არცერთი. რას ელოდებოდით, რომ მარიკა თქვენს ჩაფიქრებულ სპექტაკლში მიიღებდა მონაწილეობას და საგამოცდო ბილეთების საკითხებივით უპასუხებდა მელიას ტუტუცურ და უზრდელურ შეკითხვებს? სასაცილოდ სასოწარკვეთილმა მოლაყბემ თავისი ღრმა უკულტურობა, არაკაცობა და თავხედობა უკვე მერამდენედ დაგვანახა. ღმერთმა დაიფაროს ჩემი დედაქალაქი მისნაირი ხელმძღვანელებისგან.

 

ეს არაა წინასაარჩევნო პოსტი. ესაა ადამიანური რეაქცია იმ არაკაცობაზე და ნაძირლობაზე, რისი მომსწრენიც გაგვხადეს ცოტა ხნის წინ იმედის ეთერში. დანარჩენს, რასაც ხმამაღლა ვფიქრობ აქ უბრალოდ ვერ დავწერ, რადგანაც მაქვს თმენის ვალდებულება", - წერს კვაჭანტირაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner