logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: მთიანი ყარაბაღის ბედი სომეხმა და აზერბაიჯანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტონ
- +

14 აპრილი. 2016. 17:25


„მთიანი ყარაბაღის ბედი სომეხმა და აზერბაიჯანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტონ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა და აქვე დასძინა, რომ რუსეთი აღნიშნული კონფლიქტის გადაწყვეტით დაინტერესებულია და სურს იმუშაოს როგორც ბაქოსთან, ისე ერევანთან.


„რუსეთი დაინტერესებულია ამ საკითხის გადაწყვეტაში, რადგან ჩვენ გვსურს სრულფასოვნად ვიმუშავოთ როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. რუსეთში ბევრი სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობს, საუბარია მილიონებზე. რუსეთი თავისი წვლილის შეტანას გააგრძელებს, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობამ უნდა მიიღონ", - განაცხადა პუტინმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner