logo_geo
eng_logo
ანზორ ჩუბინიძე: ის, რომ მამა გიორგის ჩანთაში ციანიდი აღმოჩნდებოდა და მე ეს ოხანაშვილს ვუთხარი არ შეესაბამება სიმართლეს!
- +

27 სექტემბერი. 2017. 02:18


სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს „ნეტგაზეთი" ესაუბრა, რომელიც ადასტურებს, რომ 10 თებერვალს მართლაც ესაუბრა სოსო ოხანაშვილს, თუმცა, ჩუბინიძის თქმით, მას ოხანაშვილისთვის არ უთქვამს, რომ ჩემოდნიდან ციანიდი ამოიღეს. მეტიც, ჩუბინიძის მტკიცებით, იმ მომენტში, როდესაც ის ოხანაშვილს ესაუბრებოდა, დადასტურებული ინფორმაცია დეკანოზის დაკავების შესახებ ბერლინის კლინიკაში  არ ჰქონია.


„მე მქონდა ინფორმაცია, რომ მამა გიორგისთან და ციანიდთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობდა. მაგრამ ის, რომ მამა გიორგის ჩანთაში ციანიდი აღმოჩნდებოდა და მე ეს ოხანაშვილს ვუთხარი, ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. მე ჩავედი გერმანიაში, მოვინახულე სოსო და ვუთხარი, რომ მამა გიორგისთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს. ამ პერიოდისათვის მამა გიორგი უკვე დაკავებული იყო. მაგრამ იქ ჩხრეკისას რა ექნებოდა, მე ვერ ვიტყოდი. ის კადრები, რომელიც მთელმა საზოგადოებამ ნახა, მე ამის შესახებ ინფორმაცია მქონდა. ეს ვუთხარი სოსოს. მე ვურჩიე, რომ გამოჰყოლოდა თვითმფრინავს, ჩამოსულიყო საქართველოში და მაქსიმალურად დახმარებოდა გამოძიებას სიმართლის დადგენაში. ეს საუბარი გვქონდა მე და სოსოს.  მე ამას უბრალოდ ვერ ვეტყოდი, არ მქონდა ინფორმაცია. თუმცა ამ განზრახვის შესახებ ვიცოდი, მაგრამ რა აღმოჩნდებოდა -  არა. ალბათ, სოსოც ამას გულისხმობდა", - აღნიშნა ჩუბინიძემ.


ანზორ ჩუბინიძე „ნეტგაზეთთან" საუბარში ამბობს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დეკანოზ მამალაძის დაკავება იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო დასტური მისი დაკავების შესახებ არ მიუღია, რადგან ეს მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავში იჯდა. ჩუბინიძის თქმით, ინფორმაცია ციანიდის საქმის შესახებ იმ დღეს ანუ 10 თებერვალს მიიღო, როდესაც გერმანიაში მისი გამგზავრება გადაწყდა.  მისი დავალება იყო, ჩასულიყო ბერლინში, იმ კლინიკაში, რომელშიც პატრიარქი მკურნალობდა, ადგილზე გაერკვია ვითარება და შეექმნა უსაფრთხო გარემო.


ჩუბინიძეს ვკითხეთ, ვისი მოკვლა იგეგმებოდა, ილია მეორის თუ სხვა პირის, მაგალითად, შორენა თეთრუაშვილის ან ქორეპისკოპოსის იაკობის? ის ამბობს, რომ ეს არ დაკონკრეტებულა.

 

„ჩემი მთელი დავალება იყო უსაფრთხო გარემოს შექმნა, ვისთვისაც საჭირო იქნებოდა ეს, იქნებოდა ეს პატრიარქი, ქალბატონი შორენა, მეუფე იაკობი თუ სხვა ვინმე", - ამბობს ჩუბინიძე.


მას ასევე ვკითხეთ, ხომ არ არსებობდა იმ დღეს გარკვეული ეჭვები სოსო ოხანაშვილზეც, პატრიარქის დაცვის იმდროინდელ უფროსზე?


„არავითარი... ვერ ვიტყვით, მით უმეტეს, მე არ მაქვს მაგის საფუძველი. თუ რაიმე ეჭვებია, ეს სხვა ორგანომ უნდა თქვას. სოსოზე არავითარი ეჭვები, პირიქით, მაშინ მე თვითონ ვთხოვე სოსოს, რომ დახმარებოდა გამოძიებას".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner