„ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავა ჩვენმა პარლამენტმა და ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", - ამ სიტყვებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიღებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ შეაფასა. როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „იმედში" ჩართვისას განაცხადა, 3-4 წელიწადში არავის ემახსოვრება აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით ოპოზიცია რას ამბობდა.
„3-4 წლის შემდეგ არავის ემახსოვრება, რას ამბობდნენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ნიკა რურუა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი მარგველაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, მაგრამ ყველას ეცოდინება თუ რა კონსტიტუციის მიხედვით გვიწევს ჩვენ ცხოვრება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.