logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 3-4 წლის შემდეგ არავის ემახსოვრება, რას ამბობდნენ რურუა, მაჭუტაძე, მარგველაშვილი და ბაჩუკი ქარდავა...
- +

27 სექტემბერი. 2017. 03:16


„ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავა ჩვენმა პარლამენტმა და ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", - ამ სიტყვებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიღებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ შეაფასა. როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „იმედში" ჩართვისას განაცხადა, 3-4 წელიწადში არავის ემახსოვრება აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით ოპოზიცია რას ამბობდა.

 

„3-4 წლის შემდეგ არავის ემახსოვრება, რას ამბობდნენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ნიკა რურუა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი მარგველაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, მაგრამ ყველას ეცოდინება თუ რა კონსტიტუციის მიხედვით გვიწევს ჩვენ ცხოვრება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner