„სააკაშვილის უკრაინაში შეჭრით თუ შეყვანით, ნაცმოძრაობამ მართლაც „დოპინგი" მიიღო, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ნაცებში დიდი განხეთქილებაა!..", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. მჟავანაძის თქმით, სააკაშვილმა „რუსთავი 2"- ში დიდი ფულის მორიგი პარტია გადმოისროლა.
„ყურადღება მიაქციეთ სახალხო დამცველს - უჩა ნანუაშვილმა პროკურატურის წინააღმდეგ მასალების შეგროვება დაიწყო, ხოლო გოგა ონიანი გაიძახის - უჩა ნანუაშვილი სასამართლოში ცემ სასარგებლოდ ჩვენებას მისცემსო! მოკლედ, ეს ბანდა, რომელსაც უამრავი საცეცი აქვს და რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვა, დიდ არეულობას გეგმავს!.." - აცხადებს მჟავანაძე.