NATO-ს გენერალური მდივანი იან სტოლტენბერგი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა მნიშვნელოვანია NATO-ს სიძლიერისთვის.
„ძლიერი ბრიტანეთის ყოფნა ევროკავშირში მნიშვნელოვანია NATO-სთვის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ვარშავის სამიტის პრიორიტეტები, ტერორიზმთან და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის თემები. გენმდივნის თქმით, ევროკავშირი და NATO ის ორი ორგანიზაციაა, რომელთა შორის თანამშრომლობა მრავალ საკითხზე სასიცოცხლოა, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და რუსეთის შეკავება. მხარეებმა ასევე NATO-ს 2014 წლის უელსის სამიტის შემდეგ მიღწეული პროგრესი განიხილეს.