ეს ვიდეომასალა 1994 წელს მომზადდა. მისი ავტორები - ჟურნალისტი გურამ გორელიშვილი და ოპერატორი ჯანო ინაძე ომის პირველი დღიდან სოხუმში იყვნენ და მთელმა ამ ტრაგედიამ მათ თვალწინ გაიარა, იქვე იყვნენ მაშინდელი ტელევიზიის სხვა ჟურნალისტებიც: მერაბ ბერაძე, გურამ კუციავა, ვახტანგ კობაიძე, ვახტანგ ხუნდაძე, გოგა ჭყონია, ბადრი ცირამუა, რეზო ოსეფაიშვილი და ბევრი სხვა...
24 წლის შემდეგაც ძალიან ძნელია ამ კადრების ყურება, მაგრამ აუცილებელია, თუნდაც იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, ვინც სიცოცხლე არ დაიშურა საქართველოს ამ ძირძველი კუთხის დასაცავად... ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია, მართალია სამწუხარო, მაგრამ მაინც ჩვენი...