1978 წლის 14 აპრილის 100 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ გააპროტესტა. პარალელურად დემონსტრაცია ბათუმშიც გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას მოითხოვდნენ.
ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამო, მთავრობა იძულებული გახდა, დაეკმაყოფილებინა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.
ლეონიდ ბრეჟნევის გადაწყვეტილებით, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.
მაშინდელმა სსრკ-ის გენერალურმა მდივანმა მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირში არსებული "მცირე ენების" გაუქმებისა და სახელმწიფო ენად რუსული ენის გამოცხადების შესახებ. საბჭოთა კავშირში შემავალი 15 ქვეყნიდან, გენერალური მდივნის გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველომ, სომხეთმა და ბალტისპირეთის ქვეყნებმა გააპროტესტეს.