ურეკში, ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე კერძო სახლი დაიტბორა. როგორც პირველ არხს ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის, ურეკს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.
„ჩვენი ინფორმაციით, ორი ოჯახია დატბორილი. მობილიზებულია ყველა სამსახური. ურეკს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება. განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნილა"- განაცხადა არჩილ ყაზაიშვილმა.