საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებს 2018 წლიდან ავტომანქანის მართვის უფლება მიენიჭებათ. საუდის არაბეთის მეფის აღნიშნულ განკარგულებას პარლამენტი უახლოეს ერთ თვეში დაამტკიცებს, კანონი კი 2018 წლიდან ამოქმედდება.
საუდის არაბეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, სადაც ქალს საჭესთან დაჯდომა ეკრძალება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მათ აქამდე რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიდნენ.