logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე ლიბერალებს: აი რა დონის სახედრები ხართ ხვდებით მაინც?!
- +

27 სექტემბერი. 2017. 23:21



ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სახარებაში არ წერია რომ ძვლებს თაყვანი უნდა ვცეთ! სახარებაში წერია რომ ძვლები ქრისტიანული წესით უნდა ჩაიმარხოს მიწაში" - ამ „არგუმენტს" არახუნებენ ლიბერასტები, საპატრიარქოსთან მებრძოლი სხვა ჯურის გაერთიანებები, რესპუბლიკელები, როდესაც საუბარია სხვადასხვა წმინდანის წმინდა ნაწილების დასვენებაზე სხვა და სხვა ტაძარსა თუ მონასტერში... აი, რა დონის სახედრები ხართ ხვდებით მაინც? მიპასუხეთ ერთი, თუკი რელიგიის მამები, ეკლესიის წინამძღოლები, პატრიარქი და ისინი ვისაც ეს თემა ეხება უშუალოდ, აღიარებენ ამ „ძვლებს" წმინდა ნაწილებად, ასვენებენ მათ ეკლესიაში და ეთაყვანებიან, ხოლო ხალხს მათი სჯერა, მითხარით, სახარების მაინცადამაინც თქვენეულ „განმარტებებს" რატომ უნდა ენდონ მორწმუნეები? ანუ, თქვენ რას აწვებით, რომ პატრიარქებს არასწორად ესმით სახარება, ბიბლია, წმინდა წერილები და თქვენ გესმით სწორად? კაი, გასაგებია და გაქვთ უფლება ასე გჯეროდეთ! მაგრამ სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ რატომ უნდა განისაზღვრებოდეს თქვენნაირი ორიოდე, ან თუნდაც ასიოდე დაქნეულის აზრების მიხედვით და არა იმის მიხედვით, რისიც მილიონებს სწამთ და სჯერათ? პირადად მეც არაერთხელ მითქვამს ღიად და საჯაროდ, რომ არ ვარ ღრმადმორწმუნე და ბევრ რამეში შეიძლება არც ვეთანხმებოდე უმაღლეს მღვდელმთავრებს! მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა აეწყოს ისე, როგორც ამას მე - ვიღაც ბაკური ვხედავ! ხვდებით მაინც რამხელა რეგვნები ხართ? ეგრე, ათასი სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობა ათასნაირად კითხულობს სახარებას! რა ვქნათ ახლა, რომელი მათგანის მიხედვით ავეწყოთ? სახელმწიფო ეწყობა ისე, როგორც ეს უმრავლესობას სურს და უმცირესობის "სასიცოცხლო ინტერესების" გათვალისწინებით! გაიგეთ თქვე ჩლუნგებო? უმცირესობამ კი არ უნდა გვიკარნახოს პირობები! არამედ პატივი უნდა სცეს უმრავლესობას! უნდა იყოს დაცული უმცირესობის უფლებები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ თავზე უნდა დაა ....ვას უმრავლესობას! თორემ უმცირესობების მხრიდან ასეთი გათავხედებები მერე ძალიან სასტიკად ისჯება ხოლმე გაბრაზებული უმრავლესობის მხრიდან! ღმერთმა არ ქნას ეს მოხდეს! სულაც არ მინდა რომ ეს ასე მოხდეს! მაგრამ ტრაკს თუ არ დააყენებთ მოხდება" , - წერს ბაკურ სვანიძე.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner