logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: 27 სექტემბერი არის ყველას ტრაგედია!
- +

28 სექტემბერი. 2017. 01:39


 

„27 სექტემბერის ეს მხოლოდ სისხლის, ომის, ტკივილის, ცრემლის, გაბრაზების ნაზავი კი არ არის არამედ დღე ტრაგედიის, როგორც ჩვენთვის ასევე აფხაზებისთვის", - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე აფხაზეთის ომს იხსენებს. როგორც კობალაძემ ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში განაცხადა, ქვეყანა მშვიდობის დროს უნდა ემზადებოდეს კრიზისული მდგომარეობისთვის.


„დღეს ბევრი მსჯელობს აფხაზეთის ომზე. ახალგაზრდა თუ მოხუცი, რაღაც თემებს ეძებს. ყველა პროცესს აქვს თავისი ლოგიკა. საიდანღაც იწყება, რაღაცისთვის ისწრაფვის და შედეგამდე მივდივართ. ზედმეტი ემოციების გარეშე, როდესაც ამ ყველაფერს უყურებ გარკვეული ანალიზის საფუძველს გვაძლევს. ჩვენ ყველაფერი გვქონდა ღვთის ნებით, რომ ბევრი რამ გვესწავლა, მაგრამ განზოგადებულად ვუყურებთ თემას. როდესაც ყველა განზოგადებულად მიდის და თავის ადიელას ირგებს, რა თქმა უნდა, შედეგი დგება ის რაც დგება. ის ფაქტი, რაც ხდება ჩვენს მეზობელ უკრაინაში, გვაძლევს ანალიზის საშუალებას, რომ სახელმწიფო მშვიდობიანობის პერიოდში უნდა ემზადებოდეს ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის გადაწყვეტისთვის და არა პოსტფაქტუმ ღობე-ყორეს ედებოდეს", - განაცხადა კობალაძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner