ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი, რომელმაც აფხაზეთის ომის უნიკალური კადრები შემოუნახა ერს, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ არ ვარ „ვისკაჩკა" საკუთარი პიარით და განდიდებით მანიით შეპყრობილი ადამიანი, ჰოდა... ვინც მიცნობს მათ ისიც მოეხსენებათ, რომ თუ გავბრაზდი - მტრისას და ავისას!
დღეს ისედაც მძიმე დღე მქონდა, მარტო მივედი დიდების მემორიალთან (მაშინ როცა ყველა წასული იყო, საღამოს 6 საათზე), ავანთე სანთლები, დავდე თაიგული და წავუტირე კიდეც... (უამრავი რამ გამახსენდა და იმიტომ)...
მოვედი სახლში და ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერიდან ჩემი ხმა მესმის, „სომხები არიან თუ ჩეჩნები?" „აუ, მე ნუ მეფარები, თავს მიხედე" ,,გირლანდები დაკიდეს, დაბომბვას იწყებენ, ჩავეშვით დაბლა" და კიდევ რამდენიმე წინადადება მომესმა...
მესიამოვნა რაღა დაგიმალოთ იმიტომ რომ მაშინაც არაუშავს რა „ხოდზე" ვყოფილვარ, სწორ აქცენტებს ვაკეთებდი და ამიტომაც გამომდიოდა ის საქმე კარგად, რასაც ვემსახურებოდი...
ახლა მომისმინოს კარგად იმან, ვისთვისაც ვწერ ამ პოსტს!
პატივცემულებო! აბა, ერთი აქეთ გამაიხედეთ?
ეგ თქვენი საცოდავი გადაცემა, ლამისაა სულ ჩემი გადაღებული კადრებით რომ შეგიკოწიწებიათ, ჯანდაბას მადლობა ავტორს, არ მინდა მე თქვენი მადლობა, მაგრამ მაინცდამაინც უნდა მოვკვდე, რომ ტიტრებში მაინც ჩამაკვეხოთ?
ჯერ ერთი-ვინ მოგცათ უფლება გამოყენებისა ისე რომ არ მეკითხებით და მეორე და მთავარი-ვიდრე სახალხოდ არ გამოგაჭენებთ და არ ვიტყვი ვინ რისი გამკეთებლები ბრძანდებოდით, იქამდე არ დაიოკებთ თქვენს მტაცებლურ ვნებებს?" - წერს ირინა გოგოსაშვილი.