logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი არ განიხილება
- +

14 აპრილი. 2016. 18:47


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმ პუტინის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი არ განიხილება.



ჩვენ სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობას მსგავს კონტექსტში არ განვიხილავთ", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.



მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთში" განვითარებული მოვლენები მიხეილ სააკაშვილის ბრალი იყო.


ჩემი მოსაზრებით, ეს იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კარდინალური სტრატეგიული შეცდომა, რომელიც სრულიად უსაფუძვლო შეიარაღებულ აქციაზე წამოვიდა და შედეგად ეს ტერიტორია დაკარგა. ეს მისი ბრალია.

.. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის" რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დეტალურად არ განხილულა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის" ხალხს ამ რეფერენდუმის ჩატარება სურს. ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით. ჩვენ არაფერი გვაკავებს გარდა ოსი ხალხის ინტერესებისა", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner