იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სიძო აბემ პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ამის მიზეზად ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული საფრთხე დაასახელა.
„ეს იქნება არჩევნები, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი კითხვებს: როგორ დავიცვათ იაპონია და მისი მოსახლეობის მშვიდობიანი ცხოვრება", - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.
დათხოვნილ დეპუტატებს უფლებამოსილება მომავალი წლის დეკემბერში ეწურებოდათ.
იაპონიაში რიგგარეშე არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება.