logo_geo
eng_logo
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა
- +

28 სექტემბერი. 2017. 12:04


საქალაქო სასამართლომ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა.


მკვლელობის შეკვეთით ბრალდებულ, ძებნილ ოლეკსანდრ დომეტოვს, იმავე ფარიდ გურბანოვს 19 წელი, მკვლელობის დახმარების მუხლით ბრალდებულ ოლეგ დოევს 19 წელი მიუსაჯა.


საქმის განხილვა სასამართლოში თითქმის 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2015 წლის 28 მარტს მომხდარი მკვლელობის შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეები პასუხისგებაში 2016 წელს მისცეს.


გამოძიებით დადგინა, რომ ხარძიანის მკვლელობის მიზნით 2015 წლის 13 იანვარს კიევი-თბილისის რეისით უკრაინის მოქალაქე ოლეკსანდრ დომეტოვი და რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი ჩამოფრინდნენ. ორი თვის განმავლობაში ისინი ბესარიონ ხარძიანს უთვალთვალებდნენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ ოლეკსანდრ დომეტოვი სინამდვილეში ფარიდ გურბანოვი იყო, რომელსაც ყალბი დოკუმენტაცია გააჩნდა. გურბანოვმა 3-ჯერ ესროლა ხარძიანს, ერთი საკონტროლო ტყვია თავის არეში. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა იმავე დღეს სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საქართველო დატოვეს. ამ დრომდე მათ საერთაშორისო ქსელით ეძებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner