logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ჩვენ უნდა მოვისმინოთ სხვისი აზრი და ასე მივაღწიოთ ერთსულოვნებას
- +

28 სექტემბერი. 2017. 12:20


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.


პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკუთრებაში არსებული მიწისა და წყლის მნიშვნელობაზე, მისი ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოყენების მნიშვნელობაზე. ასევე, ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევად დასახელდა ტერიტორიული მთლიანობა და სამუშაო ადგილების შექმნა.


ილია მეორემ აღნიშნული საკითხების შესახებ მრევლს აზრის გამოთქმა სთხოვა.


უმეტესობამ მიწის გასხვისების საკითხის შესახებ ისაუბრა. გამოითქვა აზრი ქვეყანაში გაჭირვების დასაძლევად სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესახებ. პატრიარქი ამ იდეის განხორციელებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.


„ქართველი ხალხი გაუცხოებულია ერთმანეთთან, სხვის აზრს არ ვისმენთ. საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია და უმრავლესობა ერთმანეთთან კონფლიქტშია. ჩვენ უნდა მოვისმინოთ სხვისი აზრი, იქნებ უკეთესი აზრი აქვს და ასე მივაღწიოთ ერთსულოვნებას", - აღნიშნა პატრიარქმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner