logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნებიდან“ გაძევებული შარაშენიძე კვლავ პარტიის წევრობაზე ოცნებობს
- +

28 სექტემბერი. 2017. 12:21


„ქართული ოცნებიდან" გარიცხული ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ამომრჩევლების გულის მოგებას ტყუილით ცდილობს და თავს კვლავ პარტიის წევრად ასაღებს.


ოზურგეთის მერობის „ქართული ოცნების" ოფიციალური კანდიდატი ბეგლარ სიორიძეა.


შარაშენიძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნების" ცენტრალურ ოფისშიც ადასტურებენ.


„ქართული ოცნების" ყოფილი წევრი კონსტანტინე შარაშენიძე წევრობის პერიოდში 2012-2014 წლებში ოზურგეთის გამგებლის პოზიციას იკავებდა.

 

„შეხვედრებზე დადიოდა და ამბობდა, რომ „ქართული ოცნების" კანდიდატი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო", - უთხრეს „გურიანიუსს" პარტიაში.


გამოცემას პარტიაში ისიც აცნობეს, რომ გარიცხვის კანდიდატია ჩოხატაურის სიის მეათე ნომერი მაია პაიჭაძეც. „გურიანიუსის" ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიღმა პაიჭაძის მიერ გუნდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები სახელდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner