„ცენტრ პოინტის" საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი, დაზარალებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე პოზიციის დაზუსტების შემდეგ გადაწყდება.
„გურამ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ მას მიღწეული აქვს შეთანხმება კონკრეტულ ინვესტორთან. ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, დააზუსტებს დაზარალებულებთან, თუ რა პოზიცია გააჩნიათ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გადაწყდება ბრალდებულების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი. ბრალდების მხარის მიერ წაყენებულია პირობა, რომ ყველა დაზარალებულის ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს და არ უნდა გააჩნდეთ მათ პრეტენზია „ცენტრ პოინტ ჯგუფის" ხელმძღვანელი პირების მიმართ", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.
„ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ცენტრ პოინტი" გაიყიდა.