logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: კახა კალაძე ღია მმართველობის პარტნიორობას მხარს უჭერდა მაშინაც, როცა მინისტრი იყო
- +

28 სექტემბერი. 2017. 15:01


„კახა კალაძე ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) მხარს უჭერდა მაშინაც, როცა მინისტრი იყო და მხარს უჭერს ახლაც, როგორც მერობის ყველაზე რეალური კანდიდატი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ჩვენი გუნდის და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ძალისხმევით, საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით ხელშესახები წარმატება აქვს, როგორც მისი განხორციელების, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით, - სწორედ ამიტომ, 19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე საქართველოს პრემიერ - მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ემანუილ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა.

 

კახა კალაძე ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) მხარს უჭერდა მაშინაც, როცა მინისტრი იყო და მხარს უჭერს ახლაც, როგორც მერობის ყველაზე რეალური კანდიდატი. ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ვალდებულება და მომავალშიც განვახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები, სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის, საჯარო კონტროლისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. კახი კალაძის გამარჯვების შემდეგ ქალაქ თბილისის მერიაში ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა გაგრძელდება.

 

ჩვენ უკვე ვთხოვეთ OGP-ში საქართველოს დელეგაციას შეხვედრა თბილისის მომავალი აქტივობების განხილვის მიზნით", - წერს არჩილ თალაკვაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner