logo_geo
eng_logo
ხვალ საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“ გაიმართება
- +

28 სექტემბერი. 2017. 16:08


ხვალ, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის" გაიმართება. მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.


ერთმანეთს მასპინძელი „GFF-11" და „მსოფლიოს 11" დაუპირისპირდებიან.


აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.


ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ-რეჟიმში, საიტზე TKT.GE - ფასი 5, 10, 15 და 25 ლარი იქნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner