logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც...
- +

28 სექტემბერი. 2017. 19:30


„TV პირველის"  გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა  ახალმიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა.


„პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროპული ორიენტაციის და ევროპული ღირებულებების, მაგრამ ეროვნულ საფუძველზე დაფუძნებულ დოკუმენტს, ერთგვარ მცდელობას, შეიქმნას იდეოლოგია, რომელიც იქნება პროდასავლური, დასავლეთზე ორიენტირებული, მაგრამ არანაირად არ დაივიწყებს საკუთარ ფესვებს და იმ ნიადაგს, რაზეც არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება დაფუძნებული", - განაცხადა მათიკაშვილმა.


დავით მათიკაშვილმა აგრეთვე გაიხსენა 1995-დან 2012 წლამდე პერიოდი, როდესაც ხელისუფლებაში მოსულ პარტიებს ჭარბი ძალაუფლება ჰქონდათ.


„1995 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში, იმ კონსტიტუციის პირობებში, რომელიც არსებობდა, იმ საარჩევნო სისტემის დროს, რამდენჯერმე მოხდა ჭარბი ძალაუფლებით რომელიმე კონკრეტული პარტიის ხელისუფლებაში მოსვლა, რამაც შემდგომ ავტორიტატული ან ნახევრად ავტორიტარული რეჟიმების წარმოქმნა განაპირობა. როგორც 2012 წლის, ასევე 2016 წლის არჩევნებზე წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი შემდგენელი ნაწილი იყო სწორედ ის, რომ უნდა შეცვლილიყო სისტემა იმ კუთხით, რომ ამ სისტემით შეუძლებელი იქნებოდა ძალით კონკრეტული პარტიის მოსვლა. ამ შემთხვევაში საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი არის სწორედ იმ საარჩევნო სისტემის ბრალი, რომელიც მემკვიდრეობით დაგვხვდა, და ეს ჩვენი მოფიქრებული არ არის. ჩვენი მოფიქრებული და მიღებული, ქართველი საზოგადოების და ასევე ვენეციის კომისიის მხარდაჭერილი სისტემა არის ის, რომ 2024 წლიდან ქვეყანა მთლიანად გადადის პროპორციულ სისტემაზე. კონსენსუსი სჭირდება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, და პირველად საქართველოში ასეთი დიდი საკონსტიტუციო უმრავლესობით, არცერთი ძალა არ ყოფილა. ცხადია, დიალოგი საჭიროა გუნდის გარეთაც და გუნდის შიგნითაც. როგორც 2016 წელს, ასევე ახლა ოპოზიციის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა ბევრი რამე განაპირობა. 2016 წელს საკონსტიტუციო პროექტით, ოპოზიციას ჰქონდა შეთავაზებული ვარიანტი, რომ შემდგომი არჩევნები სრულიად პროპორციულად უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ოპოზიციამ უარი განაცხადა", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner