logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ამ ქვეყნის გასხვისებაზე!
- +

28 სექტემბერი. 2017. 21:08


„ის რომ შენი ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი, ამას არ სჭირდება კონსტიტუციაში გაწერა. კონსტიტუციაში არის სხვა მრავალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვალდებულები ვართ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, უშიშროებაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და ა.შ.", - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში განაცხადა. კობალაძემ საქართველოს კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ცვლილებები, რომელიც მმართველმა გუნდა შეიტანა აღნიშნულ დოკუმენტში სახელმწიფო მოხელეებს და კონკრეტულ პირებს დაბრკოლებას უქმნის, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე არ მოირგონ.


„კონსტიტუციაში არ იწერება კვადრატული მეტრებით შემოფარგლული ტერიტორია. კონსტიტუცია არის ჩარჩო და ფუნდამენტი იმაზე რომ შემდეგ ქმედითად ააწყო შენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ პირველ რიგში მივუთითეთ ოჯახის საკითხი, რომელიც არის სახელმწიფოს საყრდენი. ყოველი ძლიერი ოჯახი არის არსი ძლიერი სახელმწიფოსი. ჩვენ ასევე ჩავდეთ მიწა. ბევრი ანალოგიური მიმართულება მივუთითეთ. ნებისმიერი ჩვენგანი ვალდებულია, რომ შექმნას საფუძველი. ჩვენ ვართ ინტერნაციონალური ქვეყანა, მაგრამ არა ორიენტირებული ამ ქვეყნის გასხვისებაზე. ჩვენმა გუნდმა მსჯელობის შედეგად შექმნა პროდუქტი, რომელზეც პასუხისმგებლები ვართ. კონსტიტუციას თუ კარგად ჩავხედავთ, ზუსტად ახალმა დოკუმენტმა გამოაცალა საფუძველი სახელმწიფო მოხელეებს და ვიღაც კონკრეტულ პირებს  რომ ეს თავის თავზე მოირგონ", - განაცხადა კობალაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner