logo_geo
eng_logo
ანა გოჩაშვილი: დავეხმაროთ ანა კობაიძეს ამ ურთულეს ბრძოლაში - თითოეული ლარი მისი სიცოცხლის საფასურია!
- +

29 სექტემბერი. 2017. 00:01


საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოჩაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

 

„მე და ანამ ჟურნალისტიკაში ფეხი ერთდროულად ავიდგით... ორივემ „იმედში" ... წლების შემდეგ ორივემ სხვადასხვა გზით გავაგრძელეთ ცხოვრება... იმდენად მძიმეა ახლა ჩემთვის ეს ყველაფერი, ვერ გიხსნით, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავეხმაროთ მას.

 

ანამ სიკვდილი ბევრჯერ დაამარცხა და დანებებას არც ახლა აპირებს. მისი 7 წლის გუგა დედიკოს გამოჯანმრთელებაზე ოცნებობს და უნდა მის გვერდით იყოს დიდ ხანს, მონატრებული „პრინცესული" გრძელი თმით.

 

დავეხმაროთ ანა კობაიძეს ამ ურთულეს ბრძოლაში. თითოეული ლარი მისი სიცოცხლის საფასურია!

 

ანგარიშის ნომერი: ს/ს „საქართველოს ბანკი"

ბანკისკოდი: BAGAGE22

ანგ. ნომ: GE64BG0000000854723500

მიმღები: კობაიძე ანა Ana Kobaidze" - წერს გოჩაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner