logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: სასიხარულო ამბავი!
- +

14 აპრილი. 2016. 19:06


მოძრაობა „ეროვნულების", თბილისის საკრებულოს წევრის სოსო მანჯავიძის და „დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ს დირექტორის ზვიად ტომარაძის ინიციატივით ქალაქ თბილისის საკრებულოში ოფიციალურად დარეგისტრირდა საკრებულოს დეპუტატ სოსო მანჯავიძის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ვარდების რევოლუციის მოედანს უნდა გადაერქვას სახელი და ეწოდოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანი.



სასიხარულო ამბავია!!! უახლოეს ხანში მოხდება აღნიშნული ინციატივის განხილვა. იმედი გვაქვს, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრები მხარს დაუჭერენ საკრებულოს წევრის , ბატონი სოსო მანჯავიძის ინციატივას და 2016 წლის 26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის მოედნის გახსნა", - განაცხადა „ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner