logo_geo
eng_logo
თურქეთის ხელისუფლებამ 117 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა
- +

29 სექტემბერი. 2017. 13:24



სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ 117 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალად ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედებათ.


თურქეთის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის 45 პროვინციაში სამხედროების დაკავების ოპერაცია უკვე დაიწყო. გამოცემა „Dünya"-ს ინფორმაციით, ოფიცერთა დიდი რიცხვი უკვე დაკავებულია.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner