logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: დედაქალაქში აუცილებლად გაჩნდება ევროპული ტიპის ტუალეტები
- +

29 სექტემბერი. 2017. 13:45



„ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა ოგბაიძემ გადაცემაში „ცენზურის გარეშე" განაცხადა, რომ თბილისში აუცილებლად გაჩნდება ევროპული ტიპის ტუალეტები და აღნიშნა, რომ კონკურსი უკვე გამოცხადებულია.


„ვერ წარმოიდგენთ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს როგორ ამოცანებს გვიყენებს ჩვენი ამომრჩეველი, სულ სხვა ამოცანებია ახლა. უპრიანი იქნებოდა, გვესაუბრა არა მხოლოდ ამ მოწვევის საკრებულოს საქმიანობაზე, ან მერიის საქმიანობაზე, არამედ იმის წინ კიდევ რა ხდებოდა. ავადმყოფობის ისტორია თუ არ იცი, ისე სწორ დიაგნოზს ვერ დასვამ. გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, „ნაციონალურ მოძრაობას" გაეხსენებინა, თავიანთი კარიერის დასასრულს, როგორ დაასაქმეს ვისაც იცნობდნენ, არ იცნობდნენ, ყველა დეპუტატი აბსოლუტურად, პარლამენტის თუ საკრებულოს თბილისის აიპ-ში დაასაქმეს, რომელთა ხელფასებს იხდიდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და მათ გამო თბილისში არსებული ტუალეტები, ტუალეტის მილით კი არა, Wi-Fi-ით უკავშირდებოდა ცენტრალურ ტუალეტებს, აი, ეს არის რეალობა, რაც დაგხვდა. საზოგადოებრივი ტუალეტის არსებობა აუცილებელია, თუმცა არა ერთი ხელის მოქნევით, ჯადოსნური კვერთხით რაღაც რაოდენობის გაჩენა არ ხდება, ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენი დედაქალაქი არის ქალაქი და მუდმივად ვითარდება. მე მომხრე ვარ ევროპული ტიპის ტუალეტების არსებობის, ასეთი ტუალეტები აუცილებლად გაჩნდება, კონკურსი გამოცხადებულია და ამ პრობლემაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ და დასრულდება კიდეც. ამ მტკივნეული საკითხის გადაწყვეტა არის შესაძლებელი", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner