logo_geo
eng_logo
გუბაზ სანიკიძე: არამარტო მომავალ პარლამენტში მოვხვდებით, არამედ არჩევნებზე სერიოზულ შედეგს დავდებთ!
- +

14 აპრილი. 2016. 19:32


„ეროვნული ფორუმის"  ლიდერი გუბაზ სანიკიძე „ასავალ-დასავალთან" მისი პარტიის საარჩევნო ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, არ გააჩნიათ ფინანსები, მაგრამ „ეროვნულ ფორუმს" მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან ძლიერი პარტიული სტრუქტურები აქვს.

 

 

„ეროვნულ ფორუმს" ძალიან სერიოზული შანსი აქვს, რომ არამარტო საარჩევნო ბარიერი გადალახოს, არამედ იმდენი ხმა აიღოს, რომ საქართველოში  პოლიტიკური პროცესი უჩვენოდ ვეღარ განხორციელდეს!

 

ჩვენ არ გაგვაჩნია ფინანსები, მაგრამ „ეროვნულ ფორუმს" მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან ძლიერი პარტიული სტრუქტურები აქვს.

 

სხვათაშორის, კახა შარტავა პარლამენტში რომ არ შევიდა და პარტიაში დარჩა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პარტიული სტრუქტურების შენარჩუნება და გაძლიერება იყო, რაც მან შესანიშნავად მოახერხა!

 

 

არამარტო მომავალ პარლამენტში მოვხვდებით, არამედ არჩევნებზე სერიოზულ შედეგს დავდებთ და „ეროვნული ფორუმი" იქნება ის ანგარიშგასაწევი ძალა, რომლის გარეშეც ვერავინ ვერაფერს მოაბამს თავს", - ამბობს სანიკიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner