logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: დღეს რომ ცოცხალი ვარ, მხოლოდ ამისთვის ვწირავ მადლობას...
- +

29 სექტემბერი. 2017. 17:07



პარლამენტის ყოფილი წევრი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩემი ცოდვილი გულითა და სულით ვლოცავ სრულიად საქართველოს და თუ ვინმეს ოდესმე, თუნდაც უნებლიედ გაწყენინეთ, შემინდეთ... რადგან ადამიანი ვარ! ნუ განმიკითხავთ, რატომ ვარ ასეთი და რატომ შემიძლია, ასე გადმოვცე ჩემი ტკივილი თუ უანგარო სიყვარული... ასეთი გამაჩინა მამაზეციერმა და ისეთად მიმიღეთ, როგორიც ვარ... მინდა, ყველა მართალ, სინანულით დატვირთულ ადამიანებთან ერთად დავლოცო და მოვეფერო ერის კაცს ბიძინა ივანიშვილის... დღეს რომ ცოცხალი ვარ, ოჯახს და სამშობლოს ვეფერები, მხოლოდ ამისთვის ვწირავ მადლობას... მის მიმართ ნასროლი ტალახი, გესლიანი ისარი თუ უსამართლოდ განკითხვა ჩემი ტკივილია... მეტი სიტყვა ზედმეტია, რადგან ის ერის კაცია და ეს ტვირთი მან შეგნებულად იტვირთა!!! მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ მისი სამშობლოსთვის ქმნილი ყოველი სიკეთე დღეს, სიცოცხლეშივე ენით გადმოუცემელ მაგალითად დავინახე და ვმადლობ უფალს ამ წყალობისთვის! კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ და ნუ განმიკითხავთ, რადგან ეს სიყვარული ერის რჩეული ადამიანის მიმართ ალალი და სუფთაა! იცოცხლეთ ულევი ბედნიერებით", - წერს კურტანიძე.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner