ავტორი სოფო ხუგოიანი
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. „რეპორტიორთან" საუბრისას ვოლსკი აცხადებს, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც NDI-ს ჯერ კიდევ ათი წლის წინ ჰყავდა დაქირავებული, არის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩამოყალიბებული.
„NDI-ს მიერ 2012 წელს გამოქვეყნებული შედეგებით „ქართულ ოცნებას" არჩევნებზე ხმების 12% უნდა მიეღო პარლამენტში, მაგრამ სერიოზული აცდენა მოხდა. კარგად მახსოვს რომელ პარტიას რამდენი პროცენტი უქადაგა და აცდენა საკმაოდ დიდი იყო. რეალურად NDI არის ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია, ბევრი ქვეყნისთვის შესანიშნავი პროექტები აქვს გაკეთებული. მაგრამ ვფიქრობ, ის ორგანიზაცია, რომელიც NDI-ს ჯერ კიდევ ათი წლის წინ ჰყავდა დაქირავებული, არის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩამოყალიბებული და დაკონპლექტებული კადრები. აქედან გამომდინარე არ მჯერა, რომ უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს მეტი ავტორიტეტი აქვს ქართულ საზოგადოებაში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა ვოლსკიმ.