logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: არამარტო მაჟორიტარობაზე, საერთოდ პოლიტიკაზე ვიტყვი უარს
- +

20 თებერვალი. 2016. 16:11


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ „TV პირველის" ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემაში შეკითხვაზე - იქნება თუ არა „ქართული ოცნების" სარჩევნო სიაში და ან ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი? - აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, კენჭს აღარ იყრის და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

 

„პარლამენტში ყოფნა ნიშნავს გადაწყვეტილებების მიღებას და იმას, რომ ძალიან დიდი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა გაქვს. მე არ მინდა, რომ ჩემი სადმე ყოფნა ფიქცია იყოს, მინდა, რეალური ძალაუფლება მქონდეს.

 

ასე ვაყენებ საკითხს,  მიეცით ტყიბულს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი! მიეცით ტყიბულელ მეშახტეებს უკეთესი სამუშაო პირობები!  სახელმწიფოს  რაც შეუძლია, იმ დონეზე ჩაერიოს და დაიცვას მათი უფლებები.

 

მე არამარტო მაჟორიტარობაზე, საერთოდ პოლიტიკაზე ვიტყვი უარს. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს ჟურნალისტიკაში და არის ძალიან ბევრი საქმე, რომლის გაკეთება  ბრწყინვალედ შემიძლია.

 

პარლამენტში არ დავბადებულვარ და არც სიკვდილს ვაპირებ პარლამენტში. იმისთვის არ მოვსულვარ, რომ იქ ჩუმად დავმჯდარიყავი და გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით, ძალიან ნაკლები შესაძლებლობები მქონოდა", -  განაცხადა ჩაფიძემ.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner