„„მერიაში მშენებლობებზე რომ იძლევიან ნებართვებს და ქალაქი რომ მახინჯდება, განა მოსწონთ, მაგრამ კანონი იძლევა უფლებას და რა ქნან...", - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ „ვცოვროვთ ქვეყანაში სადაც ყველა სათითაოდ მართალია თავის გადასახედიდან და სადაც ზოგადი გადასახედიდან თბილისის ხედი აშკარად დამახინჯებულია".
„კორპუსებს რომ აშენებენ ტიპები, ეტყობა მათაც არ მოწონთ ქალაქის იერსახის დამახინჯება, მაგრამ რა ქნან, არაა აკრძალული და შემოსავალს ხომ არ დაკარგავენ...
„ტიპები", რომლებიც ბინებს ყიდულობენ იმ კორპუსებში, მათაც არ მოსწონთ ეტყობა, მაგრამ, აკრძალული თუ არ იყო შენება, შესახლებაც არაა აკრძალული...
ამ ყველა კატეგორიის „ტიპების" მეზობლებს და ახლობლებსაც არ მოსწონთ, არა, კონკეტულად ახლობელ მშენებელს, ჩინოვნიკს ან შესახლებულს კი არ ერჩიან, ზოგადად... ასე ზოგადად ვცოვროვთ ქვეყანაში სადაც ყველა სათითაოდ მართალია თავის გადასახედიდან და სადაც ზოგადი გადასახედიდან თბილისის ხედი აშკარად დამახინჯებულია", - წერს უძილაური.