logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: კახა კალაძის მიმართ არავის არასდროს ჰქონია პრეტენზია
- +

29 სექტემბერი. 2017. 23:15


ყოფილმა დეპუტატმა გოგი თოფაძემ გადაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს.


„ის რომ კახა კალაძე მოიგებს პირველივე ტურში და დიდი უპირატესობით, ამაში  ნურავის ნუ შეეპარება ეჭვი. კახამ დაგვანახა, რომ თავის მოღვაწეობით ბევრი გააკეთა. რამდენიმე წელი როცა მართავდა მას, არავის მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ ჰქონია... ეს კაცი შედეგის მომტანია და მე მჯერა, ის როგორც ქალაქის მერი გაცილებით მეტს გააკეთებს. კახა რომ იქნება ამაზე ნუ ნერვიულობენ, ნუ ატეხავენ  სკანდალებს, კახა მოვა დიდი წარმატებით, დიდი უპირატესობით და იმდენს გააკეთებს, რომ თბილისის მერს ამდენი არ გაუკეთებია," - განაცხადა გოგი თოფაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner