საქველმოქმედო მატჩი - „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" უხვგოლიანი გამოდგა. მატჩში მსოფლიოს XI-მ GFF XI-ს ანგარიშით 6:5 სძლია.
საქველმოქმედო მატჩის - „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა, რომელიც ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება, 403 214 ლარია. ამის შესახებ თამაშის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების თამაშის წინ, სტადიონზე მეხანძრე-მაშველებმა, რომლებიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ, საპატიო წრე დაარტყეს.