ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კი ბატონო, დღევანდელი ფეხბურთის მატჩი გარკვეულწილად არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ:
1. თუ შეგიძლიათ მაჩვენეთ თუნდაც ერთი ამომრჩეველი, რომელიც კალაძეს მარტო იმიტომ მისცემს ხმას, რომ მალდინი, შევჩენკო, რივალდო და ტოტი ჩამოიყვანა.
2. ვისაც ეს ფეხბურთელები უყვართ და მათი თამაშის ნახვა უნდათ, ხომ გაუსწორდებათ?
3. რა თანხაც არ უნდა შეგროვდეს, ხომ კარგია?
და ბოლოს: დარწმუნებული ვარ, რომ სერიოზული თანხა შეგროვდება და მერე არ დაიწყოთ: მაგდენი არ ყოფილა, ბიძინამ და კალაძემ დაამატესო და ფული გაათეთრესო.
ნაცებო, კიდევ დაგასწარით!" - წერს გაბრიჭიძე.