მიHა, ბოლო ორი-სამი დღეა, ძალიან მოვიწყინეთ, რამე მოიფიქრე, რამე ისეთი ჩაიდინე, რომ მარტო ქართული მედია კი არა, "სიენენი" და "ბიბისიც" აალაპარაკო. ბოლოს და ბოლოს, ყირიმში გადადი და გადმოდი, თუ პუტინისა გეშინია, მაშინ ბელორუსში გადადი და იქიდან გაქანდი კიევის მიმართულებით. ჰო, კიდევ შეგიძლია, რუმინეთში გადახვიდე და იქიდან გაქანდე, მოლდოვაც წავა. იცი, ყველაზე მაგარი იქნება, რუსეთში გადახვიდე, პუტინს შეაგინო და უკანვე გამოიქცე. არა, აქეთ არა, აქ ძალიან ბევრი გყავს გამწარებული, შეიძლება გაგაგორონ და მერე რაღა გვეშველება, ვინ დადგამს შენნაირად მაგარ სპექტაკლებს?
მოვიწყინეთ-მეთქი, გითხარი... შენი პარტია ვეღარ ქაჩავს, დარჩა ორი-სამი ქალის ამარა. იქით ირაკლი ზაქარეიშვილი უტრაკებს ელისო კილაძეს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ხელახლა გავხსენი, შენს გაზეთში ხეირიანად რატო არ დამიბეჭდეო? აქეთ მაია ორჯონიკიძე კივის "იბერიას" ეთერში - გამიშვით, დამიჭით, თორემ მოგიტ...ნავთ კეთილებსო! ერთი ეს მითხარი, მეგი გოცირიძე ისევ უკრაინაში გყავს? ეტყობა, ძაან გრძელ დავალებას აძლევ, თორემ აქამდე უნდა ჩამოსულიყო. სხვათა შორის, უმაგისოდ ძალიან გაღარიბდა "იბერიას" საინფორმაციო ბადე. მაშ, ეს ის ტელეკომპანიაა, შენ რომ აუგე ანდერძი, თუმცა რა გინდა, ხშირად მაინც შენიანებს აპიარებენ. აპიარებენ რა, მაგათ ეგ რაღაში სჭირდებათ, მაგრამ მაინც სულ სტუდიაში სხედან და "ქოცებს" ურტყამენ. ეეეჰ... რომ არა "ქოცები", მე ვიცი, როგორც ამუშავდებოდა ეგ ტელევიზია, მაგრამ ეტყობა, გურჯისტანში სხვანაირი ადათ-წესები ჩამოყალიბდა, იმას უნდა უტრაკო, ვისთანაც გაგდის. აი, შენთან ვერ გასდიოდათ და ვერც გიტრაკებდნენ!
ჰოდა, იმას ვამბობდი... მოვიწყინეთ, თემები შემოგვაკლდა, ამ კონსტიტუციაზე ლაპარაკითად დავიღალეთ, ეს პრეზიდენტი მარგველაშვილი კიდე დაადებს ვეტოს თუ არა, ეგეც გვკიდია. ისე მაინც ადებდეს, რამე საინტერესო რომ გამოდიოდეს, ან დედას იგინებოდეს, ან მალაყზე გადადიოდეს, ან ტანზე პერანგს იხევდეს. დაადებს ხოლმე, ესენიც ორ დღეში დაძლევენ და მორჩა, მიდის ცხოვრება მდორედ, უნიათოდ, უინტერესოდ.
არა, რააა, შენ დროს სულ სხვანაირად იყო, თუ კონსტიტუციაში რომელიმე მუხლი არ მოგეწონებოდა, შარვალს ჩაიცვამდი უკუღმა და უკვე ყველამ იცოდა, მთელმა პარლამენტმა, რომ უნდა შეცვლილიყო. თუ რომელიმე კანონი არ მოგეწონებოდა, გამოხვიდოდი, "ვეფხისტყაოსნიდან" რომელიმე კუპლეტს იტყოდი შეცდომით და ყველა ხვდებოდა, კონკრეტულად რა უნდა ჩაწერილიყო. მოკლედ, საათივითა გქონდა აწყობილი სისტემა, რომელმაც სტალინის სირტემასაც კი აჯობა. სად ვინ უნდა მოეკლათ, დაეტერორებინათ, ქონება აეხიათ, გაეუპატიურებინათ, ეგეც კი საათობრივად გქონდა განსაზღვრული. თან ისე აკეთებდი, ისე საინტერესოდ ავითარებდი, თითო საქმეზე თითო თვე გვალაპარაკებდი. ეხლა რა, ეხლა დიდი-დიდი, ხიდი ჩაინგრას ზაჰესში, ისიც ხიდი კი არა, გზა. ჰო, კიდე, დიდი-დიდი, ლევან ჯიბღაშვილის ყოფილმა სასიდედრომ დაარღვიოს დუმილი და თვითონ ლევან ჯიბღაშვილმა ყოფილ საცოლეს უწოდოს უწესო. კიდე კარგი, ბადრი შუბლაძეს და გრიშა ონიანს იწვევენ ხოლმე ტელევიზიებში... აი, გრიშა რომ დასცხებს ბადრის, ერთ რამედა ღირს, სუ კეთილებს უტრიალებს თავის ფასში. აი, ეხლა აგორდა სკანდალი, მაკა ზამბახიძის ექს-მეუღლე ქორწინდებაო. ან ერთი ვინ არი, ან მეორე, არ ვიცით, მაგრამ თვითონ ფაქტია სკანდალური, კაცი ქორწინდება.
რომელი ერთი ჩამოვთვალო? ეხლა გავიგე, არასაპარლემენტო ოპოზიცია პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადებაო, ან ვეტო, ან კიდე გადადგომაო. ესე იგი, ან ორი დღის წინ მიღებულ კონსტიტუციას ვეტო დაადე, ან გადადექიო. დაადებს, ეგ არაა გადამდგომი. აი, სულ სხვა იყო, შენ რო გადადექი და 2009-ში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარე. მართალია, ბებიაშენ მზიას თვალების ასახვევად გადადექი, მაგრამ ხომ იყო მაგარი სეირი? ხომ ვილაპარაკეთ 6-7 თვე და დავდეთ ანალიზები? აი, ამაშია საქმე! ისე, ვერც მარგველას გაამტყუნებ, ვის დაძახილზე უნდა გადადგეს, ბიჭო, არ გადამრიო, ბაჩუკი ქარდავას და პაატა დავითაიას დაძახილზე? ერთი ეგენი არიან "ოპოზიციონრები" და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორის სიძე!
მოკლედ, მიდი, რამე მოიფიქრე, მიHა, ნუ ჩაჯექი კიევში და ნუ ჩამოუშვი ცხვირი, რამე ჩაიდინე ისეთი, რომ ერთი მაგრად გავერთოთ!
გელა ზედელაშვილი.