logo_geo
eng_logo
სკანდალის გამო, აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
- +

30 სექტემბერი. 2017. 02:44



კერძო თვითმფრინავებით ხშირი მგზავრობისთვის აგორებული სკანდალის გამო, აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ტომ პრაისმა ბოდიში მოიხადა, რომ მაისის შემდეგ კერძო თვითმფრინავებით განხორციელებული 26 ფრენა გადასახადის გადამხდელებს 400 ათასი დოლარი დაუჯდათ. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრაისის გადადგომის განცხადება უკვე დააკმაყოფილა. ვებგვერდ Politico-ს მიერ ჩატარებული კვლევით, აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის ფრენების საფასურმა რეალურად 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. სამუშაოს დროს კერძო თვითმფრინავების გამოყენების საქმეზე, პრეზიდენტ ტრამპის კაბინეტის კიდევ სამ წევრზე მიმდინარეობს გამოძიება.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner